saqarTvelos tbebi - qoCebis tba

მდებარეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°26`27` ჩ. გ. 46°08`46` ა. გ.
ფართობი 0.38 კმ²
მოცულობა 1 060 200 კმ³
საშუალო სიღრმე 2.8 მ
მაქსიმალური სიღრმე 3.2 მ
აუზის ფართობი 1.3 კმ²

 

მომცრო ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან 775 მ. სარკის ფართობი 0,38 კმ², წყლის მოცულობა 1060 200 მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 1,3 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,8 მ. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (6,9 გრ/ლ). ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს.